Employee Technology Experience პროექტების სრული ციკლით მართვა: სკოუპი, გეგმა, რისკები, დამოკიდებულებები, სტატუსი და დახურვა;
დანერგვის ეტაპების (deployment waves) კოორდინაცია მხარდაჭერის, საინჟინრო და ბიზნეს გუნდებთან, გაშვების თარიღით, კომუნიკაციის და rollback გეგმით.
ინციდენტების/თიქეთების მონაცემების ანალიზი, განმეორებადი მომართვების მიზეზების გამოვლენა გუნდის ჩართულობით და მათი გადაქცევა პრობლემის ჩანაწერებად, გადაწყვეტებად ან სასწავლო მასალად.
RCA-დან გამომდინარე მაკორექტირებელი ქმედებების შესრულების კონტროლი და ინციდენტების ტრენდის შემცირების დადასტურება;
IT მხარდაჭერის პროცესების (ინციდენტების, მოთხოვნებისა და ესკალაციების მართვა, გუნდებს შორის გადაცემა) ანალიზი, ხარვეზებისა და ზედმეტი ნაბიჯების გამოვლენა და პროცესების გაუმჯობესება (ოპტიმიზაცია) გაზომვადი შედეგით;
AI და ავტომატიზაციის ინიციატივების კოორდინაცია მხარდაჭერაში: თვითმომსახურების ასისტენტი, მიმართვების ავტომატური კლასიფიკაცია, განმეორებადი ოპერაციების ავტომატიზაცია;
IT მხარდაჭერის რეპორტინგი: მიმართვების მოცულობა, გადაწყვეტის დრო, საკითხების SLA, განმეორებადი ინციდენტები, თანამშრომლის კმაყოფილება, პროექტების პროგრესი;
Employee Technology Experience Project Lead-ის მხარდაჭერა, სტატუსის ანგარიშების მომზადება და მისი ჩანაცვლება IT მხარდაჭერის საკითხებზე.
AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.
რეპორტინგის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში და გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა The Banker-ის Technology Awards 2026-ის გამარჯვებული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
AECOM · Project Management
ConeTec Group · Operation Direction & Management