This role is no longer accepting applications
TBCBANK took the listing down . Here are similar open roles instead.
About the role
სამუშაოს აღწერილობა
პროდუქტის განვითარების სტრატეგიისა და Roadmap-ის განსაზღვრა ბიზნესმიზნებისა და მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად.
ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალის ინიცირება და არსებული სერვისების გაუმჯობესება.
პროდუქტის ძირითადი KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
მომხმარებლის საჭიროებების, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების შეთავაზებების ანალიზი.
IT, ბიზნესისა და ფილიალების გუნდებთან თანამშრომლობა პროდუქტის განვითარების, დანერგვისა და გაყიდვების ხელშეწყობის პროცესში.
მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და პროდუქტის განვითარების პრიორიტეტების მართვა.
კვალიფიკაცია
უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების, ეკონომიკის ან ტექნოლოგიების მიმართულებით.
სასურველია საბანკო ან საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
პროდუქტის განვითარების ან მართვის გამოცდილება.
ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის უნარი.
ბიზნესპროცესებისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის უნარი.
სხვადასხვა გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობისა და პროექტების მართვის გამოცდილება.
ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება.
ინიციატივების დამოუკიდებლად წამოწყებისა და განხორციელების უნარი.
მომხმარებელზე და ბიზნესშედეგებზე ორიენტირებულობა.
ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank