ვინ ვართ ჩვენ?
ADI დაფუძნებულია თბილისში 2018 წელს, რაც თავდაპირველად ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებდა — თანამედროვე, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების ნაკლებობას.
დღეს ADI Georgia ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ციფრული განათლების დაწესებულებაა ქვეყანაში — გამორჩეული პრაქტიკული მიდგომებით, პროფესიონალი მენტორებითა და კარიერაზე ორიენტირებული კურსებით. ჩვენ უკვე ათასობით ადამიანს მივეცით მარკეტინგის, დიზაინის, ვებ დეველოპმენტის, ხელოვნური ინტელექტის თუ სხვა თანამედროვე მიმართულებების სწავლის შესაძლებლობა.
2023 წელს ADI დამეგობრდა კომპანია Tether -თან, რათა ჩვენი მისია გლობალურ მასშტაბებზე გასულიყო და უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა პრაქტიკული, კარიერაზე ორიენტირებული განათლების მიღების პერსპექტივა.
ჩვენი ინდივიდუალური და მრავალმხრივი მიდგომა განათლებისადმი შლის დისციპლინებს შორის არსებულ ბარიერებს და ხელს უწყობს პროგრესული აზროვნების ჩამოყალიბებას.
ჩვენი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემა შედგება პრაქტიკოსი ექსპერტებისგან მსოფლიოს წამყვან ბრენდებში, პროდუქტებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით, და მათი ინტენსიური სასწავლო პროგრამებისგან.
ციფრული ინდუსტრიის აკადემია ეძებს გამოცდილ გაყიდვების მენტორს, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს თანამედროვე გაყიდვის ტექნიკებს, CRM სტრატეგიებს და ციფრულ ინსტრუმენტებს.
იდეალურ კანდიდატს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სწავლების გამოცდილება ამ მიმართულებით.
ონლაინ და/ან ფიზიკური ვორქშოფების ჩატარება, სტრუქტურირებული სილაბუსის მიხედვით, რომელიც აერთიანებს თეორიას, პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს
სტუდენტებისთვის თანამედროვე CRM სისტემების (მაგალითად Salesforce, HubSpot, Pipedrive, Zoho) ეფექტურად გამოყენების სწავლება.
სტუდენტების პროფესიული ზრდა და ტექნიკური უნარების ხელშეწყობა.
მჭიდ რო თანამშრომლობა აკადემიის გუნდთან, რათა უზრუნველყოთ კურსის ხარისხი და თანამედროვე მიდგომები.
მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების პოზიციებზე წამყვან კომპანიებში.
მუშაობის გამოცდილება CRM სისტემებთან (მოწყობა, ოპტიმიზაცია, რეპორტინგი).
თანამედროვე გაყიდვების მეთოდოლოგიებისა და ციფრული გაყიდვების ინსტრუმენტების სიღრმისეული ცოდნა.
B2B და B2C გაყიდვების პროცესების შესახებ - მათ შორის გადაწყვეტილების მიმღები პირების, სამიზნე აუდიტორიისა და გაყიდვების funnel-ის ყველა ეტაპის ცოდნა.
მოლაპარაკების დაწყებისა და დახურვის უნარები - როგორც ონლაინ, ისე პირისპირ კომუნიკაციაში.
კლიენტის მოგზაურობის რუკის შედგენა (Customer Journey Mapping)- მომხმარებლის გზის ანალიზი პირველ კონტაქტიდან ერთგულებამდე.
მონაცემებზე დაფუძნებული გაყიდვები- გაყიდვების ანალიტიკა, KPI-ების განსაზღვრა და შედეგების მონიტორინგი
დამატებითი გაყიდვების სტრატეგიები (Upselling და Cross-selling) - დამატებითი შესაძლებლობების აღმოჩენა და გამოყენება
უპირატესობად ჩაითვლება ხელოვნურ ინტელექტთან (AI) და ავტომატიზაციასთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოცდილება ან სიღრმისეული ცოდნა გაყიდვების პროცესებში.
სწავლების მიმართ ინტერესი და სტუდენტების მოტივირების და შთაგონების უნარი;
სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან მუშაობის უნარი.