პროექტების მენეჯერი უზრუნველყოფს ბანკის ფილიალების, სერვისცენტრების, სათაო ოფისებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტების დაგეგმვას, ორგანიზებას, კოორდინაციასა და განხორციელებას. პასუხისმგებელია პროექტის ვადების, ბიუჯეტის, ხარისხის, რესურსების, კომუნიკაციისა და შედეგების ეფექტიან მართვაზე.
ამზადებს და წარადგენს ინფორმაციას ხელმძღვანელთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა .
რისკებისა და შესაძლებლობების შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება.
შიდა კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების გააზრება და მათზე ეფექტიანი რეაგირება;
უკუკავშირის მიღება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რესურსებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართვა.
ახალი იდეებისა და მიდგომების ინიციირება სამუშაო პროცესების გაუმჯობესების მიზნით;
სიახლეების მიმართ ღიაობა და ცვლილებებთან კონსტრუქციული ადაპტაცია.
კონსტრუქციული კომუნიკაციისა და კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობა.
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
Epworth · Health Care Provider
SGS · Inspection and Field Testing