წარმოდგენილი სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) (საპროექტო ნახაზები, გეოლოგია, ხარჯთაღრიცხვა, სამშენებლო გეგმა-გრაფიკი და სანებართვო ნაწილი) საფუძვლიანი შესწავლა;
შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ფორმა-2-ები, ინვოისები, ლაბორატორიული დასკვნები და სხვა) მიღება კლიენტისგან, გაცნობა, შენახვა და პასუხისმგებელ პირებსა და განყოფილებებზე გადაცემა/გაზიარება;
სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) სამუშაოების ფოტო და ვიდეო არქივის შექმნა;
სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) სამშენებლო პროექტის დასრულების ეტაპზე, შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვის არსებობის გადამოწმება და პროექტის დასრულებაზე დასკვნის მომზადება;
სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) პროექტის მიმდინარეობის მართვა დამტკიცებული პროექტის მიხედვით, ცვლილებების კონტროლი და მისი გავლენის შეფასება მშენებლობის სამომავლო დანახარჯებსა და პროექტის დასრულებაზე;
პროექტთან დაკავშირებული ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობა.
საგზაო სამშენებლო პროექტის გეგმარების გამოცდილება:.
შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 8000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.
თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 41%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 29%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.
კორპორატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო რისკების პრევენციისა და კონტროლის განყოფილებაში სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
Epworth · Health Care Provider
SGS · Inspection and Field Testing