სერვის ექსპერტი - სატრანზიტო ანგარიშების რეკონსილაცია და მონიტორინგი
თბილისი, , GeorgiaPosted
About the role
სამუშაოს აღწერილობა
თიბისის გადახდების ლიგის სატრანზიტო ანგარიშების რეკონსილაციისა და მონიტორინგის ეჯაილ გუნდში ვეძებთ - სერვის ექსპერტს!
ჩვენი გუნდი აკონტროლებს საბარათე ტრანზაქციებთან დაკავშირებულ სატრანზიტო ანგარიშებს და ამოწმებს, სწორად და სრულად აისახება თუ არა ტრანზაქციები და ანგარიშსწორების შედეგები ბანკის სისტემებში.
ამ როლში ჩაერთვები ყოველდღიურ რეკონსილაციაში, შეუსაბამობების მოკვლევასა და მოგვარებაში. ასევე მონაწილეობას მიიღებ ანგარიშგების განვითარებაში, ახალი კონტროლების დანერგვასა და ხელით შესრულებული პროცესების ავტომატიზაციაში.
ვის ვეძებთ?
გაქვს ანალიტიკური აზროვნება და დეტალების მიმართ ყურადღება.
შეგიძლია მონაცემებში შეუსაბამობის აღმოჩენა, მიზეზის მოკვლევა და გამოსავლის მოძიება.
პასუხისმგებლობით ეკიდები მონაცემების სიზუსტესა და სამუშაოს ვადებს.
შეგიძლია რამდენიმე საკითხის პარალელურად მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
შეგიძლია საკითხების დამოუკიდებლად მართვა და სხვადასხვა გუნდთან თანამშრომლობა.
შეგიძლია მოკვლევის შედეგების გასაგებად გადმოცემა როგორც წერილობით, ისე ზეპირად.
რას გააკეთებ?
ყოველდღიურად შეამოწმებ სატრანზიტო ანგარიშების ნაშთებსა და მოძრაობებს.
საბარათე ტრანზაქციების, კლირინგისა და ანგარიშსწორების მონაცემებს შეადარებ ბანკის სისტემებში ასახულ საბუღალტრო გატარებებს.
გამოავლენ შეუსაბამობებს, მათ შორის გამოტოვებულ ან დუბლირებულ გატარებებს, თანხობრივ სხვაობებსა და აუხსნელ ნაშთებს.
მოიკვლევ შეუსაბამობების მიზეზებს საბუღალტრო, საოპერაციო და ტექნიკურ გუნდებთან ერთად და საკითხებს მოგვარებამდე მიადევნებ თვალს.
გააკონტროლებ რეკონსილაციის რეპორტების დროულ განახლებას, მონაცემების სისრულესა და სიზუსტეს.
გააანალიზებ განმეორებად ხარვეზებს და შესთავაზებ გუნდს კონტროლების გაუმჯობესებისა და ავტომატიზაციის გზებს.
ახალი პროდუქტებისა და პროცესების დანერგვისას მონაწილეობას მიიღებ რეკონსილაციის მოთხოვნების განსაზღვრასა და კონტროლების ტესტირებაში.
კვალიფიკაცია
საბანკო, ფინანსურ, საბუღალტრო ან საგადახდო სფეროში მუშაობის გამოცდილება.